მამუკა ბახტაძე თელავის ტექნოპარკში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს თელავის ტექნოპარკში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად, ტექნოპარკის სამუშაო სივრცეები დაათვალიერა, ის ახალგაზრდა ინოვატორებსა და სტარტაპერებს გაესაუბრა.
მამუკა ბახტაძემ ინოვაციების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. თელავის ტექნოპარკი აღჭურვილი იქნება ყველა იმ მომსახურებითა და სერვისით, რომელსაც მომხმარებელს თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკები სთავაზობს. თელავის ტექნოპარკის ფაბლაბის მაღალტექნოლოგიური დანადგარები ახალგაზრდებს საკუთარი იდეებისა და შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები