ივანე მაჭავარიანი: ზაზა ოქუაშვილის ქცევა იმ სიგიჟის ნაწილია, რაც ბოლო თვეებია პოლიტიკურ არენაზე ხდება

“ზაზა ოქუაშვილის ქცევა ჩემთვის იმ სიგიჟის ნაწილია, რაც ბოლო თვეებია პოლიტიკურ არენაზე ხდება და რასაც მეტწილად ოპოზიცია სჩადის”,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ზაზა ოქუაშვილის ქცევა და მოტივები ბევრისთვის ძნელი ასახსნელია.
„ოქუაშვილის ქცევა და მისი მოტივები ძალიან ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩემი აღქმა ისაა, რომ ეს იმ სიგიჟის ნაწილია, რაც ამ ქვეყანაში ბოლო თვეებია ხდება პოლიტიკურ არენაზე და რასაც მეტწილად, ოპოზიცია სჩადის, დაწყებული აბსურდული 400-ლარიანი პენსიის დაპირებით… თითქოს ჩვენ არ გვინდოდეს ეს გაზრდა. ვინ დაგვასწრებდა ამის გაკეთებას. ოდნავ მაინც რომ იყოს შანსი? დარწმუნებული ვარ, მივალთ ამ რიცხვამდეც და იმაზე მალე, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, მაგრამ ეს შეუძლებელია ერთ და ორ წელიწადში. დაწყებული ამით და დამთავრებული ვალების გადათვლით 1.65 სავალუტო კურსით, ასევე, დანარჩენი იმ აბსურდული, აღარ მინდა ვილაპარაკო, ამორალური, ქსენოფობიური განცხადებებით, რომელსაც ბოლო დღეებია ვისმენთ… ან რომ თურმე, „ჯღანები არიან ტურისტები“ …. ასეთი განცხადებები ავნებს ამ ქვეყანას, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. სწორედ ამ სიგიჟის ნაწილია ჩემთვის ოქუაშვილი, თუ გინდათ სიმართლე. მაგრამ რაც უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, ეს ბოდვა და სიგიჟე, რაც გესმოდათ ეს დღეები, ჩვენს ქვეყანაში არ იქნება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები