ანრი ოხანაშვილი: მმართველი გუნდი ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას

“მმართველი გუნდის ხელწერა არის არჩევნების მშვიდობიანად, კონკურენტულ გარემოში ჩატარება. ამ ხელწერას ადასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ნებისმიერ ძალადობას ემიჯნება,
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. მმართველი გუნდის ხელწერა არის არჩევნების მშვიდობიანად, კონკურენტულ გარემოში ჩატარება. ამ ხელწერას ადასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ასეა 2012 წლიდან. თუკი ადგილი აქვს კერძო პირებს შორის რაიმე სახის დავას და ხდება კონკრეტული ინციდენტი, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, თუმცა ამ ყველაფრის პოლიტიკურ სივრცეში გადატანა არის ცუდი. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის ორგანოს, ყველა შესაძლო ქმედებაზე მოახდინონ რეაგირება, რათა არავინ დარჩეს პასუხისმგებლობის მიღმა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები