დავით სერგეენკო ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა მედიკოსებისგან, სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემები მოისმინა.
მინისტრის განცხადებით, მთავარ პრობლემას რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობა და საავადმყოფოების ტექნიკური აღჭურვა წარმოადგენს.
შეხვედრის ბოლოს, დავით სერგეენკომ მედიკოსებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა.
მედიკოსებთან შეხვედრა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გაიმართა.