პრემიერ-მინისტრმა თელავში, რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თელავში, დღეს, ახლად რეაბილიტირებულ მე-9 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, სრულად გარემონტდა. მთავრობის მეთაურმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები დაათვალიერა და მოსწავლეებს გაესაუბრა.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, თელავის მე-9 საჯარო სკოლა არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რა შედეგი მოაქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში ჩადებულ ინვესტიციებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, რომლის მეორე კომპაქტის მეშვეობითაც საქართველოში 35 ათასზე მეტი მოსწავლის სასწავლო გარემო უმჯობესდება, სრული რეაბილიტაცია უტარდება 91 საჯარო სკოლას რეგიონებში, საიდანაც 58 საჯარო სკოლა უკვე დასრულებულია.
პროექტის ჯამური ბიუჯეტი 54 მილიონი აშშ დოლარია.
ცნობისთვის, პრემიერი რეაბილიტირებულ სკოლაში განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები