დღეიდან ჭალასთავის, ბროლისქედისა და ნაგარევის მოსახლეობა ბუნებრივი აირით ისარგებლებს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. დღეიდან 810 ოჯახი უკვე ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. სოფელ გოდოგანში, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა, სოფლის გაზიფიცირების და გამრიცხველიანების სამუშაოები დაათვალიერა და ერთ-ერთ ოჯახში სიმბოლურად გაზქურა პირველად აანთო.
​თერჯოლაში ექსპლუატაციაში შევიდა ასევე სრული გზის საფარის განახლებული ორი მესამედი. მთლიანად, საგზაო სამუშაოები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია მილიონ შვიდასი ათასი ლარი, წელიწადში დასრულდება. დღესვე, მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, მხარის გუბერნატორის მოადგილესთან და ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასაც შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებთან რეგიონში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ჭოგნარში გზის მშენებლობა, კვახჭირში და ოდილაურში კი წყლის დაქსელვის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები