რევაზ სოხაძის ინიციატივით, ვარკეთილში გამწვანების აქცია კვლავ გრძელდება

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრის, რევაზ სოხაძის ინიციატივით, ვარკეთილში გამწვანების აქცია გრძელდება.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კამპანიის – “გაამწვანე ვარკეთილის” ფარგლებში, რომელიც GWP -ისა და სანერგე მეურნეობის- საქართველოს ნერგების” მხარდაჭერით განხორცილდა, რევაზ სოხაძემ ვარკეთილი 3-ის, მე-2 მ/რ, კორპ. 2ა-ს მიმდებარედ 100 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხის დარგვაში მიიღო მონაწილეობა.
ამავე აქციის ფარგლებში, ვარკეთილი 3-ში გამწვანდება 179-ე სკოლის ეზო, ასევე, II მ/რ, 30-ე და  2ა  კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაც .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები