დავით გაბაიძე: ჩვენ გვახსოვს “ლეოგრანდის” ტრაგედია

“24 ნოემბერი სრულიად საქართველოს ტრაგედიად იქცა, რომელმაც 11 არაჩვეულებრივი, ჯანღონითა და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა”, – ასე გამოეხმაურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სასტუმრო “ლეოგრანდში” მომხდარი ტრაგედიის ერთი წლისთავს.
“დღეს ერთი წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა – სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ამ უდიდესმა ტკივილმა თითოეული ჩვენგანი შეძრა. ტრაგედიის ადგილზე უამრავი ადამიანი მიდიოდა სანთლებით, ყვავილებით. ყველა მათგანი გლოვობდა დაღუპულებს და იზიარებდა მწუხარებას, რომელიც მხოლოდ მათი ოჯახების და ჩვენი ქალაქის, კუთხის მწუხარება არ ყოფილა. 24 ნოემბერი სრულიად საქართველოს ტრაგედიად იქცა, რომელმაც 11 არაჩვეულებრივი, ჯანღონითა და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მათი ხსოვნა სამარადისოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნის ისტორიაში”, – ნათქვამია გაბაიძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი ირანის მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები