თელავში მომხდარი ავარიის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

თელავში, სოფელ კისისხევში მომხდარი ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩაში მდგომ მამაკაცს „ოპელის” მარკის ავტომობილი დაეჯახა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები