კახა კალაძე: ძალიან ცუდია, რაც ონში მოხდა, თუმცა „ნაცმოძრაობის“ გამოხმაურება ამ ფაქტზე სამარცხვინოა
„ძალიან ცუდია ონში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის დაჭრის ფაქტი, თუმცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გამოხმაურებები არის სამარცხვინო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა, თუმცა უნდა აღვნიშნო გამოხმაურება, რაც მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, სამარცხვინოა. ისინი ცდილობენ, ისაუბრონ იმაზე, რომ ყოფით პირობებში მომხდარი ჩხუბი და დაპირისპირება, თითქოს პოლიტიკური ნიშნებით მოხდა. ვისზეც საუბარია, ამ პიროვნებას „ქართულ ოცნებასთან“ საერთოდ არანაირი კავშირი აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ეს იყო გაურკვევლობა ორ პირს შორის, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
„დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახურები ფაქტს აუცილებლად გამოიძიებენ“, – განაცხადა კალაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ონში ნოდარ ბურდილაძის დაჭრის ფაქტზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.