“კენჭისყრაზე უნდა გავიდეს რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას დანაშაულებრივ რეჟიმად შეაფასებს”

ყველა უნდა გვესმოდეს, ვერავინ შეგვაშინებს, არასდროს არავის შეუშინებია ქართველი ხალხი, ტელევიიზიით არც სააკაშვილისა და სხვების ბაქიბუქის გვეშინია და არც დესტაბილიზაციაზე ლაპარაკის, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბათუმში, ერას მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, რაც საქართველოში 2003-2012 წლებში ხდებოდა, იყო ძალადობა, ტერორი, ადამიანების მოსპობა და განადგურება.
„რაც ამ ქვეყანაში 2003-2012 წლებში ხდებოდა, იყო ძალადობა, ტერორი, ადამიანების მოსპობა და განადგურება. აქ არის როინ შავაძის მეუღლე, ჩვენი თანამებრძოლია, ყველას უნდა მივუსამძიმრო მისი სახით, იმ მოკლულ ბიჭებს, ვინც ამ რეჟიმმა შეიწირა. 140-ზე მეტი ბიჭი მოკლეს ქუჩაში. ამ უსინდისოებმა უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე მინდორში დატოვეს დაუმარხავი. პატრიარქი რომ არ ჩასულიყო, იმ ცხედრებს ვერ გამოვაბრძანებდით. ეს მართლა მოღალატეები. სამშობლოს გამყიდველები, ქართული მიწის გამჩუქებლები სხვას ეუბნებიან, რომ შენ ხარ მოღალატეო. პირადაპირ ვამბობ, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრების მიზანი იქნება, რომ ეს დამნაშავეები გასამართლდნენ და ჩვენ ამას მივაღწევთ. პარლამენტში შეტანილია რეზოლუცია. არჩევნების შემდეგ, უნდა გავიდეს ეს რეზოლუცია კენჭისყრაზე, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას დანაშაულებრივ რეჟიმად შეაფასებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოვუწოდებ,სანამ დრო არის, მხარი დაუჭირეთ ამ რეზოლუციას. ყველა უნდა გვესმოდეს, ვერავინ შეგვაშინებს, არასდროს არავის შეუშინებია ქართველი ხალხი, ტელევიიზიით არც სააკაშვილისა და სხვების ბაქიბუქის გვეშინია და არც დესტაბილიზაციაზე ლაპარაკის. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები, მშვიდობიანად გავიმარჯვებთ 28 ნოემბერს, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით, აქცია „არა ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები