25 ნოემბერს, მრგვალ ბაღში აქცია “არ შეიძლება მოძალადეს დაუბრუნდეს ძალაუფლება” გაიმართება

25 ნოემბერს, კვირას, მრგვალ ბაღში აქცია სახელწოდებით “არ შეიძლება მოძალადეს დაუბრუნდეს ძალაუფლება” გაიმართება.
“მოძალადის რეაბილიტაცია და მისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს, რომ ხალხზე ძალადობა დასაშვებია. მივმართავთ პირველ რიგში ახალგაზრდებს და შემდგომ ყველას ვინც ჩვენს აზრზეა, ჩავერთოთ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესში და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი სამშობლოს ჰუმანური და ნათელი მომავალი. ახლა კი მივმართავთ იმ 700,000-მდე ქართველს ვინც ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“, საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობა არ შეიძლება იყოს დავიწყებული.
ნუ გვაიძულებთ ისევ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც სასამართლოში მოხვედრის შემთხვევაში ჩვენი გამართლების შანსი 0.45%-ია. აღარ გვინდა ტერორში ცხოვრება. ეს წარსულში დავტოვეთ, მაგრამ არ დაგვვიწყებია! მოდი მრგვალ ბაღში, კვირას 15:00 საათზე. არ დავუბრუნოთ მოძალადეს ძალაუფლება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები