Gallup International-ის კვლევა” სალომე ზურაბიშვილი – 52%, გრიგოლ ვაშაძე – 48%

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? – ტელეკომპანია „იმედმა“ წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევა Gallup International-ს დაუკვეთა, საველე სამუშაოები კი კომპანია „ეი-სი-თიმ“ ჩაატარა.
ხმები ალოკაციის შედეგად ასე განაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 52%, გრიგოლ ვაშაძე – 48%.
შეწონვისა და ალოკაციის გარეშე ხმები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 28%, გრიგოლ ვაშაძე – 26%; არ გადამიწყვეტია/არ ვიცი – 37%, არცერთს არ მივცემ ხმას/არ მივიღებ მონაწილეობას – 9%.
შეწონვის და ალოკაციის მეთოდოლოგია ასეთია, რომ მონაცემთა შეწონვა ხორციელდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს შერჩევის წარმომადგენლობითობა მთელი საქართველოს მასშტაბით – სქესის, ასაკის და რეგიონის მიხედვით. ალოკაციისას გათვალისწინებული იქნა პირველი ტურის შედეგები.
კვლევა 16-დან 18 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობდა 2400 საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. შერჩევის ცდომილებაა 2%.

წყარო: „იმედი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები