მეზობლები ქვეშში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ – კისერზე თოკი ჰქონდა მობმული (ვიდეო)
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში მოკლულ მამაკაცს თვალები დათხრილი ჰქონდა სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც შემთხვევის ადგილიდან “კვირას” კორესპონდენტი ადგილობრივებზე დაყრდნობით იტყობინება, 70 წლამდე მამაკაცს თავში გაურკვეველი საგანი ჰქონდა ჩარტყმული და კისერზე თოკი მობმული.
მოსახლეობის ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში მოკლეს.
ჟურნალისტის ცნობით, მამაკაცი 3 დღის მოკლული იყო, როცა მწყემსა იპოვა.
მკვლელობის მოტივი, ამ დრომდე უცნობია.
გარდაცვლილის ოჯახი საზღვარგარეთ ცხოვრობს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.