ილია მეორე: წმინდა გიორგი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი და საქართველო გრძნობს ამას

ბედნიერია ჩვენი ერი, რომელსაც მფარველობს წმინდა გიორგი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვაზე ქადაგებისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, როცა წმინდა გიორგის აწამებდნენ მას მოესმა მაცხოვრის სიტყვები “გიორგი, ნუ გეშინია მე შენთანა ვარ”, – სწორედ ასევე, წმინდა გიორგი არის ქართველებთან.
„ყველას გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს. შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველოს გრძნობს ამას. ჩვენ ვიგალობეთ წმინდა გიორგის ტროპარი. წმინდა გიორგი ხშირად იხატება დიოკლეტიანესთან ერთად. დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო წმინდა გიორგი და არის ისეთი აზრი, რომ დიოკლეტიანეს მიაჩნდა ტახტის მემკვიდრედ წმინდა გიორგი, მაგრამ რომ გაიგო, ის ქრისტიანია და უარყო კერპთაყვანისმცემლობა, იწყო მისი წამება. როცა აწამებდნენ წმინდა გიორგის და იცლებოდა სისხლით, მას მოესმა მაცხოვრის სიტყვები “გიორგი ნუ გეშინია მე შენთანა ვარ” და აი, ჩვენც ასეთი რწმენით, ასეთი სიყვარულით ვხმობთ წმინდა გიორგი ჩვენთანა. ბედნიერია ჩვენი ერი, რომელსაც მფარველობს წმინდა გიორგი”, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები