მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული სამების ტაძრიდან მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგობის დღესასწაული სრულიად საქართველოს სამების საკათედრო ტაძრიდან მოულოცა. პრემიერი ტაზარში საზეიმო წირვას დაესწრო.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის დღესასწაული. დიდმოწამე გიორგის განსხვავებული ადგილი და როლი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს მართლმადიდებლობაში. მისი მოღვაწეობა არის ყველაზე კარგი ანალოგი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, სადაც ჩანს ბევრი ტკივილი, მაგრამ ჩანს ქართველი ერის სულიერი სიმტკიცე. მინდა, ჩვენს ერს ვუსურვო გაერთიანება და წინსვლა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები