დავით სერგეენკო: ხაშურს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კლინიკა შეემატა
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ხაშურში “გორმედის” ქსელის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო გახსნა. როგორც მან განაცხადა, კლინიკა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს და 61 სტაციონარზეა გათვლილი.
“ხაშურის კლინიკა შესანიშნავადაა დაგეგმარებული და აღჭურვილი. აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რაც მნიშვნელოვანია, როგორც პაციენტისთვის ისე პერსონალისთვის. კლინიკა გათვლილია 61 სტაციონარზე, თუმცა აქვს პერსპექტივა, რომ გაფართოვდეს და ახალი დარგები განავითაროს. ქალაქს ექნება თანამედროვე საავადმყოფო, თან ადგილი სტრატეგიულია. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.