5 ვარსკვლავიანი სასტუმრო pullman-ის გენერალურ მენეჯერად ანტუან ლუგენოტი  წარადგინეს

კომპანია „აქსისმა“ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა „აქსის თაუერსში“ განთავსებული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო pullman-ის გენერალური მენეჯერი წარადგინეს. ანტუან ლუგენოტი საქართველოში სპეციალურად არის მოწვეული. მას „აკორ ჯგუფში“ შემავალ მაღალი კლასის სასტუმროების მართვის 29 წლიანი გამოცდილება აქვს. 10 სხვადასხვა ქვეყანაში ლუგენოტი სწორედ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ Pullman Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა, Accor Group, კი 50 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ფრანგული კომპანიაა, რომელიც 4 500 სასტუმროთი და 20-მდე ბრენდით მსოფლიოს 100 ქვეყანაშია წარმოდგენილი. Accor Group აერთიანებს მაღალი და პრემიუმ კლასის ისეთ სასტუმროებს, როგორებიცაა Pullman, Raffles, Fairmont, Sofitel, Novotel. ჯგუფის მფლობელობაშია ასევე საშუალო სეგმენტზე გათვლილი ბრენდებიც.

„აქსის თაუერსში“ განთავსებული Pullman-ი, რომელიც ათვლას მე-19 სართულიდან იწყებს ორიენტირებულია ბიზნესტურიზმზე. პულმანის სხვა სასტუმროებიდან მას გამოარჩევს არა მხოლოდ დიზაინი და სხვა აუცილებელი მონაცემების უმაღლესი სტანდარტები, არამედ ტევადი და სრულად ინფრასტრუქტურირებული საკონფერენციო დარბაზები და სხვა სამუშაო სივრცეები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებსა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმების ორგანიზებას.

აღსანიშნავია, რომ სასტურო პულმანში დასაქმდება 300 ადამიანი, ხოლო მთლიანად აქსის თაუერსის პროექტის საერთო საინვესტიციო თანხა 92 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

PILLMAN -ის სასტუმროში 226 ნომერია. უდავოა, ამ მაღალი კლასის სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესტურიზმის განვითარებას.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები