ზახაროვა: რუსეთი აშშ-სა და საქართველოსგან ლუგარის ცენტრის საქმიანობაზე განმარტებას ითხოვს

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, საქართველოში რიჩარდ ლუგარის ცენტრში საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტზე აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ გაცნობითი “ექსკურსია” ვითარების გარკვევისთვის არაა საკმარისი.
“ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტზე საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ღონისძიების წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი მიზანია -“დავადასტურო ის რაც ჩვენ ისედაც კარგად ვიცით გამჭვირვალობა და საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობა”. ასეც მოხდა, როგორც ქართული მედია იუწყებოდა, საერთაშორისო ექსპერტებმა, ასე ვთქვათ, ორაზროვნად დაადასტურეს განსაკუთრებულად მშვიდობიანი და ქმედებების ტრაფარეტული ხასიათი”, – განაცხადა ოფიციალურ ბრიფინგზე მარია ზახაროვამ.
რუსმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა, რომ თავად ექსპერტებისგან არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაჟღერებულა. მისი თქმით, ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ოპტიმისტური დასკვნებია შეტანილი, საქართველოს მხრიდან, მხოლოდ ლუგარის ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსული მხარე ვაშინგტონისა და თბილისისგან ახსნა განმარტებებს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე კვლავ ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები