“არაფერი არ სჭირს ამ ბიჭს, მაგრამ საზოგადოდ უზნეობაა ნებისმიერის მხრიდან ნებისმიერი წამოძახება”

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის” წევრის, მამუკა გამყრელიძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილს არაფერი არ სჭირს, მაგრამ უზნეობაა პირად ცხოვრებაზე საუბარი.
“არაფერი არ სჭირს ამ ბიჭს, მაგრამ საზოგადოდ უზნეობაა ნებისმიერის მხრიდან ნებისმიერი წამოძახება და დამუნათება პირადი ცხოვრების გამო, ნებისმიერი მხარისთვის!”,-წერს მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, თეიმურაზ გორჯესტანმა, გრიგოლ ვაშაძის შვილი ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია, რასაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” ერთ-ერთი წამყვანის აღშფოთება მოჰყვა, რომლის თქმითაც, გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას და რომ წამყვანის მხრიდან ამ თემაზე საუბარი უხერხული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები