თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი „ქართუზე“: „ეს არის ქველმოქმედების უწყვეტი ნაკადი“

მოქალაქეთა პროტესტი გრძელდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, ვინც ფონდ „ქართუს“ წინასაარჩევნოდ მოქალაქეების მოსყიდვაში ადანაშაულებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატუსების შემდეგ, მათ კიდევ ერთხელ ახსენებენ იმ საქველმოქმედო პროექტებს, რომელთა განხორციელება „ქართუს“ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
ფონდი „ქართუ“ ქველმოქმედებასთან ასოცირდება სამხატვრო აკადემიის რექტორისთვისაც. თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი აცხადებს, რომ სამხატვრო აკადემია გადარჩა და სრულფასოვნად რესტავრირდა.
რეაბილიტაცია დაიწყო 2015 წლის ოქტომბერში და უკვე სრულად გარემონტდა ყიფშიძის 34 ნომერში მდებარე აკადემიის კორპუსი, სადაც სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
„ფასდაუდებელია „ქართუს“ წვლილი სამხატვრო აკადემიის კორპუსის რეაბილიტაციაში. ჩემი სტუდენტები, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები უამრავ პროექტში მონაწილეობენ, რომელიც არის ამ ფონდის დაფინანსებული. ეს არის ერთადერთი ყველაზე ძლიერი საქველმოქმედო ჯგუფი. ეს არის ქველმოქმედების უწყვეტი ნაკადი“, – აცხადებს სამხატვრო აკადემიის რექტორი.
გია გუგუშვილის ინფორმაციით, „ქართუ“ აკადემიას ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სტუდენტების დაფინანსებაში ამ დრომდე ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ თეატრების, მუზეუმების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და სპორტის განვითარებაზე ფონდმა 3 მილიარდამდე თანხა დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები