ვეტერან ძიუდოისტთა კავშირის წევრები: დაუშვებელია საქართველოში ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება

საქართველოს ვეტერან ძიუდოისტთა კავშირის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ იმსჯელეს.
მათი აზრით, დაუშვებელია საქართველოში ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება, ამიტომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.
ვეტერან ძიუდოისტთა კავშირის პრეზიდენტი ევროპის ჩემპიონი ოლეგ ზურაბიანი და კავშირის მმართველი საბჭო – ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ალექსი დავითაშვილის, საქართველოს ფალავნის გივი კახაბრიშვილის, თბილისის ტურნირის გამარჯვებულის ბერდია გუგავას სახით, მოუწოდებენ სპორტულ საზოგადოებას მივიდნენ არჩევნებში და გააკეთონ სწორი არჩევანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები