“ვეტერანები სამოქალაქო მშვიდობისათვის” – ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ვეტერანებს შეკრებაზე იწვევს

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია შაბათს, 24 ნოემბერს ფილარმონიაში ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს იწვევს.
როგორც “კვირას” საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარემ, თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა განუცხადა, შეკრების თემაა “ვეტერანები სამოქალაქო მშვიდობისათვის”
“მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს დაძაბულობა და კვლავინდებურად ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მშვიდობის, მათ შორის სამოქალაქო მშვიდობის საქმეში”, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
ფილარმონიაში შეკრება 14:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები