მწერალი გივი შაჰნაზარი ფონდ „ქართუს“ მიერ სომხური თეატრის აღდგენაზე: „ამისთანა დიდი ქველმოქმედება იშვიათობაა, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში“

სოციალური ქსელის საშუალებით ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედების თემას, პირადად ის ადამიანები და ორგანიზაციის წარმომადგენლები პასუხობენ, რომელთაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ მუდმივად ეხმარება.
პროექტებს შორისაა თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრიც, რომელის რეაბილიტაციაც 2016 წელს დაიწყო და ამ ეტაპისთვისაც გრძელდება.
მწერალი გივი შაჰნაზარი აცხადებს, რომ საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარეშე სომხურ დრამატულ თეატრში მუშაობა პრატიკულად შეუძლებელი იყო.
„1936 წელს აგებული შენობა, მხოლოდ ერთხელ იყო რესტავრირებული. სარდაფში წყალი გროვდება და ფუნდამენტი იშლებოდა. დანგრევის პირას მისული თეატრი ფონდ „ქართუს“ დახმარებით ფაქტიურად ხელახლა შენდება. რეაბილიტაცია და მსუბუქი აღდგენა ამ თეატრს აღარ შველოდა. ამიტომაც, თეატრის აღდგენა პრაქტიკულად საძირკვლიდან დაიწყო. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამით თეატრი, როგორც სომხური კულტურის ცენტრი გადარჩა. ამისთანა დიდი ქველმოქმედება იშვიათობაა, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში. თუმცა, ჩვენ ეს მისგან არ გვიკვირს“,-აცხადებს მწერალი გივი შაჰნაზარი.
ცნობისთვის, ფონდმა „ქართუმ“ თბილისის სომხური თეატრის რეაბილიტაციისათვის 6 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები