წვიმა, თოვლი და ქარი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

22 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.
„23 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა კი დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება 24 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ხოლო ტემპერატურა +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სინოპტკოსების პროგნოზით, 25-26 ნოემბერს მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 23 ნოემბერს დილის საათებში და 24 ნოემბერს დღისით მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემერატურა 22-23 და 25-26 ნოემბერს +11, +13, ხოლო 24 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები