გორში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მამაკაცი მოიწამლა

გორში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად შუახნის მამაკაცი მოიწამლა.
შემთხვევა დღეს, გორის ადმინისტრაციული შენობის უკან მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 240-ე პრიმა მუხლით (ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა) აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები