21 მაისი
9:00
საჯარო სკოლებში, მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყება.
10:00
“ქორთიარდ მარიოტში”, საერთაშორისო კონფერენცია “კოოპერაციის განვითარების პერსპექტივები” გაიმართება.
10:00
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი 136-ე საჯარო სკოლაში, გამოსაშვებ გამოცდებს დააკვირდება. მისამართი: გლადანის ა მ/რ საკონტაქტო პირი:თეიკო ანჯაფარიძე 5 77 500 935
10:00
გორში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირებასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი სპეციალურ ტრენინგს გაივლის. მისამართი: ცხინვალის გზატკეცილი, მე-5 კმ.
10:00
“ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონში, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში გერმანული ბრენდების გამოფენას გამართავს.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: შესაძლო დესტაბილიზაცია ციხეებში, სასჯელაღრულებაში მიმდინარე საკითხები, დარიალის ხეობაში მიმდინარე პროცესები, საჯარო მოხელეთა პრემიები და ხელფასები – როგორ უნდა განისაზღროს მათი ოდენობა.
11:00
საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონში, მშენებლობისა და ინტერიერის მე-19 საერთაშორისო გამოფენა ოფიციალურად გაიხსნება.
11:00
მარტვილის კულტურის სახლში, “არასაპარლამენტო ოპოზიცია” მარტვილის გამგებლობის კანდიდატს წარადგენს. მისამართი: მარტვილი, თავისუფლების ქ. №1,
11:00
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე შალამბერიძე კომპანია “სითი პარკთან” ბრიფინგს გამართავს. თემა: “სითი პარკისა” და პარკირების 50 ლარიანი გადასახადის გაუქმება. მისამართი: კანდელაკის ქ. №47
11:00
სომხეთის დელეგაცია, კულტურის მინისტრ ჰასმიკ პოღოსიანის მეთაურობით, სურბ გევორქის (წმინდა გიორგის) ეკლესიას ეწვევა.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: სასჯელაღრულებაში მიმდინარე საკითხები, რასმუსენის განცხადება საქართველოსა და მოლდოვაზე, საჯარო მოხელეთა პრემიები და ხელფასები – როგორ უნდა განისაზღროს მათი ოდენობა.
11:30
რადიო “იმედის” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრობის კანდიდატი რატი იონათამიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ლუბლიანას ქ. №5 საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია 577 44 07 05
11:45
სომხეთის დელეგაცია, კულტურის მინისტრ ჰასმიკ პოღოსიანის მეთაურობით, სურბ ნიშნის (წმინდა ნიშანი) ეკლესიას მოინახულებს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე მათ ჩატარებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
11:45
“ჯინდალ პეტროლეუმი” პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საქართველოში დაგეგმილი ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების შესახებ ინფორმაციას გააჟღერებს. მისამართი: პეტრიაშვილის ქ. #1 (ღვინის ქარხანა) რესტორანი #1
12:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის სარჩელის განხილვა დაიწყება. მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6, დარბაზი 22 საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 08 18 03
12:00
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის წევრებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, ცენტრალური საარჩევნო კომისია;
12:00
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ნავი პილაის შეხვდება.
12:00
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ იანტაის ახალი და მაღალი ტექნოლოგიების ზონის გაცვლის საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერა გაიმართება. მისამართი: რუსთაველის №52, მე-3 სართული
12:00
თბილისის მერიაში, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე შალამბერიძე, ნუცუბიძის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის საკითხზე სარჩელის განხილვას დაესწრება.
12:00
ჯანდაცვის სამინისტროში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრესკონფერენციას გამართავს.
12:00
“ლეიბორისტული პარტიის” რუსთავის მერობის კანდიდატი რევაზ რიჟამაძე, მაჟორიტარ კანდიდატს და პარტიულ სიას წარადგენს. მისამართი: რუსთავი, გამარჯვების მოედანი
12:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში უფლებადამცველი კოტე ინაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: სასჯელაღსრულებაში მიმდინარე პროცესები, ლალი მოროშკინას თანამდებობიდან გათავისუფლება.
12:30
“პირველ პრესკლუბში” საარჩევნო ბლოკი “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ბორჩხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უზუსტობა საარჩევნო სიებში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ლალი მოროშკინას თანამდებობიდან გათავისუფლება, სასჯელაღსრულებაში მიმდინარე პროცესები.
12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მოსმენები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
12:30
სომხეთის დელეგაცია, კულტურის მინისტრ ჰასმიკ პოღოსიანის მეთაურობით, სომხურ თეატრს მოინახულებს, თეატრის დასს და სომხურ ინტელიგენციას შეხვდება.
13:00
“პირველ პრესკლუბში” “ადამიანი, კანონი, თავისუფლებას” იურისტი ბექა გამდლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ცრუ სატელეფონო ზარების კამპანია და კავშირები პოლიტიკურ ჯგუფებთან. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დათო ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: სასჯელაღსრულებაში მიმდინარე პროცესები, შესაძლო დესტაბილიზაცია ციხეებში, საჯარო მოხელეთა პრემიები და ხელფასები – როგორ უნდა განისაზღროს მათი ოდენობა.
13:00
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს. მისამართი: უზნაძის ქუჩა, განათლების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია
13:00
“ქართული ოცნების” თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია თემქის მოსახლეობას შეხვდება. მისამართი: თემქა, X კვარტალი, ყოფილი უნივერსამის მიმდებარე ტერიტორია. საკონტაქტო პირი: თამუნა ხომერიკი 593 51 11 91
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, საქართველოს ყოფილი ელჩის საფრანგეთში და ივერია ბიზის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა კუდავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრეზიდენტის განცხადებები, ქვეყნის ევროინტეგრაცია, პრემიერის ვიზიტები.
13:30
“პირველ პრესკლუბში” “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” გლდანის კენტების მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა ჯიბლაძე პრესკონფერენციას გამართვას. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:30
პარტია „მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს, თბილისში არსებული მდგომარეობის და მოსახლეობის პრობლემების შეფასებას გააკეთებს. მისამართი: რუსთაველის გამზირი №32 საკონტაქტო ნომერი: 551 89 89 65.
13:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ბრიფინგს გამართავს. თემა: სასჯელაღსრულებაში მიმდინარე პროცესები, შესაძლო დესტაბილიზაცია ციხეებში, საჯარო მოხელეთა პრემიები და ხელფასები – როგორ უნდა განისაზღროს მათი ოდენობა.
13:30
“არასაპარლამენტო ოპოზიცია” ქუთაისის მერობის და ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის გამგებლობის კანდიდატებს წარადგენს. მისამართი: ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი
13:30
სომხეთის დელეგაცია, კულტურის მინისტრ ჰასმიკ პოღოსიანის მეთაურობით, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მე-19 საუკუნის მეგრულ სახლს, მის კარმიდამოსა და ერთ-ერთი ოჯახის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებულ ისტორიას გაეცნობა.
14:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი კახი კახიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განვითარებული მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
„თბილისი მერიოტში“ (თამარ მეფის დარბაზში) „დავით თარხან-მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ თვითმმართველი ქალაქების მერობის და გამგებლობის კანდიდატებს წარადგენს. საკონტაქტო პირი: არჩილ ლეკიშვილი 577 42 37 71;
14:00
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები საკოლმეურნეო ბაზარში მოვაჭრეებთან და მცირე მეწარმეებთან შეხვედრას გამართავენ. მისამართი: ქუთაისი, ფალიაშვილის ქ. №5
14:00
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, (ფრიდონ თოდუას კლინიკა) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოსა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართება. მისამართი: თევდორე მღვდლის ქ. №13, მე-2 სართული
14:30
“პირველ პრესკლუბში” ლალი მოროშკინა სკანდალურ მასალებს გაასაჯაროებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
15:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა, ლალი მორიშკინას ბრალდებებს უპასუხებს.
15:00
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, გერმანელი არქიტექტორი იურგენ მაიერი კომპანია „ი. მაიერ ჰ. და პარტნიორები“ ბოლოდროინდელი პროექტების და თანამედროვე არქიტექტურის შესახებ პრეზენტაციას გააკეთებს.
15:00
“დიდუბე პლაზაში”, გაეროს პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სქართველოში” ფარგლებში, ლიდერთა სკოლის გამოსაშვები ცერემონია გაიმართება. მისამართი: წერეთლის გამზ. №116
16:00
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შორენა ბუხრაშვილი ი. პეტრიწის #5 და #3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი დიღმის 38-ე უბნის ამომრჩეველთან გამართავს შეხვედრას.
16:00
“შერატონში” რუსი ტუროპერატორები და ჟურნალისტები ქართველ კოლეგებს შეხვდებიან. შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა დაესწრება.
16:00
“არასაპარალემენტო ოპოზიციის” ლიდერები ზესტაფონში, სოფელ საზანოში მოსახლეობას შეხვდებიან. საკონტაქტო პირი: გოგა ასათიანი 595 95 65 18
16:00
იუსტიციის სახლის მე-2 სართულზე, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება, რომელზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელებენ.
17:00
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შორენა ბუხრაშვილი ი.პეტრიწის #1 კოპუსთან დიდი დიღმის 38-ე უბნის ამომრჩეველთან გამართავს შეხვედრას.
17:00
“რედისონში”, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ნავი პილაის პრესკონფერენცია გაიმართება.
18:00
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შორენა ბუხრაშვილი ი.პეტრიწის #5ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი დიღმის 38-ე უბნის ამომრჩეველთან გამართავს შეხვედრას.
19:00
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შორენა ბუხრაშვილი დ.თავდადებულის #2 და #4 კორპუსებთან დიდი დიღმის 38-ე უბნის ამომრჩეველთან გამართავს შეხვედრას.
19:00
მწერალთა სახლში, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის პრეზენტაცია გაიმართება.