ნათია გედენიძე: მოლოდინია, რომ პროცესზე საბოლოოდ ჩვენი გამამართლებელი განაჩენი გამოცხადდება

ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე იმედოვნებს, რომ სასამართლო 7 წლის მერე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. მისივე თქმით, მათთვის დაზარალებულებად ცნობა მნიშვნელოვანი იყო.
„გვაქვს მოლოდინი, რომ გამოცხადდება საბოლოოდ, ჩვენი გამამართლებელი განაჩენი პროცესზე, რომელიც ბოლო ორი წელია მიმდინარეობს პროკურატურის მიერ ახალი გამოძიების პირობებში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით.
დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და 7 წლის მერე გამოიტანს ჩვენს გამამართლებელ განაჩენს.
ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენი მსჯავრიდან გათავისუფლება მოხდა უდოს კომისიის ფარგლებში”, – აცხადებს გედენიძე.
ცნობისათვის, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები