გიორგი აბდალაძე: ვაშაძეს არ ეყო ვაჟკაცობა ჩემს წინაშე ჩადენილი დანაშაული ეღიარებინა, მაწამეს და მაიძულეს მეღიარებინა ის სისულელე

უდანაშაულო ადამიანი ჩამსვეს ციხეში, მაწამეს და მაიძულეს მეღიარებინა ის სისულელე, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს იმის ვაჟკაცობა არ ეყო, რომ მის წინაშე ჩადენილი დანაშაული ეღიარებინა.
„მან კარგად იცის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან არცერთი დოკუმენტი არ წამიღია, ყველა თანამშრომელი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსშია. ის დღეს უარყოფს, რომ მიცნობს. იმის კაცობა და ვაჟკაცობა არ ეყო, ეღიარებინა, რომ ჩემს წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი. უდანაშაულო ადამიანი ჩამსვეს ციხეში, მაწამეს და მაიძულეს მეღიარებინა ის სისულელე. სასამართლომ უნდა გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი”, – აცხადებს აბდალაძე.
ცნობისათვის, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები