ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი წვრთნა ჩატარდა

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშირისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის პერსონალმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურმა, ასევე, სახანძრო და სამედიცინო სამსახურებმა.

“პრაქტიკული სწავლება აეროპორტის კონტროლირებად და არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება პირველად ჩატარდა.

სწავლების სცენარის მიხედვით, განხორციელდა ხანძრის ქრობა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ძებნა-გაუნველვებყოფის პროცედურები. სწავლების პროცესში შეიკრიბა საავარიო-ოპერატიული ცენტრი და აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. სწავლების მიზანია საგანგებო სიტუაციის დადგომისას დანაყოფთა საქმიანობის კოორდინირება და პერსონალის უნარ-ჩვევების დახვეწა”,- აცხადებენ „აეროპორტების გაერთიანებაში“.

სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ დასკვნითი ბრიფინგი გაიმართა, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების მენეჯერმა ირაკლი კახიძემ გამართა და სწავლების შედეგებები შეაჯამა.

ცნობისთვის, საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლებები პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები