თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, V კვარტლების, პოლიტკოვსკაიას და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონს, კერძოდ: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, გაგარინის, ვართაგავას, მორეტის, მამკოდის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები