ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.
“შემოყვანილია მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, მუცლის ღრუში შემღწევი ჭრილობით, ნაწლავების დაზიანებით, სასიცოცხლო ჩვენებით, ჩაუტარდა ოპერაცია. ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე”,- აღნიშნა ორჟონიამ.
რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამძოებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები