გიორგობის დღესასწაულზე პატრიარქი წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად წირვა-ლოცვას აღავლენენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში,-წერია განცხადებაში.
ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, ხოლო წირვა, – 10:00 საათზე.
წირვაზე ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი და მადლის ქვა.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 14 წლის წინ გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები