“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს-“სნაიპერსკი ვინტოვკა” მოთავსებული იქნება მიხეილ ბენიძის ჩემოდანში, სულხან სალაძე “სნაიპერსკი ვინტოვკაში”

გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ააკუთარ წყაროზე დაყრდნობით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ხუბუა სოციალურ ქსელში წერს, სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გავლენიანი და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და სულხან სალაძე ხვალ, 22 ნოემბერს ნიუ-იორკში თემურ ალასანიასთან შესახვედრად მიემგზავრებიან და იმ დაკვეთის   შესრულებას აპირებენ, რომლის შესახებაც ყოფილი პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში საუბრობდა.

“მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:
კონფიდენციალურმა წყარომ, რომლის ვინაობსაც ცოცხალი თავით არ დავასახელებ (ტყუილად ნუ დამიბარებთ დაკითხვაზე, მაინც არ გეტყვით) მომაწოდა სკანდალური, სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანი ინფორმაცია: გავლენიანი და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და სულხან სალაძე ხვალ, 22 ნოემბერს მიემგზავრებიან ნიუ-იორკში, თემურ ალასანიასთან შესახვედრად.
ჩემი წყაროს ცნობით, შეხვედრა დაიგეგმა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც ალასანია ეუბნება სააკაშვილს: ,,მილიონ დოლარს გადავუხდი, ვინც სნაიპერსკი ვინტოვკით მოკლავს ბიძინას.”
წყარო ამბობს, რომ გიგაურმა, ბენიძემ და სალაძემ ეს საქმე თავიანთ თავზე აიღეს და მზად არიან, მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეასრულონ ალასანიას დაკვეთა. წყარომ ასევე მაცნობა, რომ სამეული ნიუ-იორკიდან დაბრუნდება კვირას, 25 ნოემბერს. მილიონი დოლარი ქეში მოთავსებული იქნება ეკა გიგაურის ბარგში, სნაიპერსკი ვინტოვკა მოთავსებული იქნება მიხეილ ბენიძის ჩემოდანში, ხოლო სულხან სალაძე მოთავსებული იქნება სნაიპერსკი ვინტოვკაში. წყაროს მტკიცებით, ეს ინფორმაცია უტყუარია, რადგან მან იგი მოისმინა ვერტყვიჭალა – თბილისის მარშრუტკაში, ჩუმად უგდებდა რა ყურს ორი მგზავრი ქალბატონის საუბარს. მოგიწოდებთ, იმოქმედოთ დროულად და ეფექტიანად,- წერს ხუბუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები