რუსთავის საჯარო სკოლაში 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელობის საკალათბურთო ტურნირი გაიმართა

რუსთავის მე–7 საჯარო სკოლაში, 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის საკალათბურთო ტურნირი გაიმართა
სპორტულ ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, ვახტანგ გზირიშვილის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.
ფინალურ შეხვედრაში მე-12ა და მე-12ბ კლასების გუნდები შეხვდნენ.
ფინალის გამარჯვებულ მე-12ა კლასის მოსწავლეებს, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის გარდამავალი თასი, მეორე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს კი თავდაცვის სამინისტროს სპეციალური თასი გადაეცა.
ტურნირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირი მე-10 წელია, ტრადიციულად რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები