ბადრი მაისურაძე: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რემონტისთვის ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რემონტისთვის ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, რაც ოპერის თეატრის გულშემატკივრებისა და ზოგადად საქართველოსთვის დიდი საჩუქარია, – ამის შესახებ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ჩამონათვალში ერთ-ერთია.
“თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ჩამონათვალში ერთ-ერთია. 2010 წელს ფონდმა „ქართუმ“, ფაქტობრივად, გადაარჩინა მძიმე მდგომარეობაში მყოფი თეატრის შენობა და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი, რომლებსაც წლების განმავლობაში რთულ პირობებში უწევდათ ცხოვრება და მოღვაწეობა. ფონდი „ქართუს“ დახმარებით არაერთი დამსახურებული მოღვაწე გადაურჩა ურთულეს წლებს. 1978 წლის შემდეგ, როდესაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მეორე ხანძრის შემდეგ აღდგა, შენობას მასშტაბური რესტავრაცია მხოლოდ 2010 წელს ჩაუტარდა. საერთაშორისო ფონდ „ქართუს“ მიერ მოწვეული იყვნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: გერმანული ფირმა „გერიეტსი“, ავსტრიული ფირმა „ვააგნერ ბირო“, სერბული „სვეტლოსტი“, გერმანული ფირმა „ზალცბრენერი“, რომელთაც აღადგინეს და ტექნიკურად გამართეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ფუნდამენტურად შეიცვალა შენობის ყველა დეტალი, განახლდა თეატრის ინტერიერის მოხატულობა, სცენა გაიმართა უმაღლესი სტანდარტის თანამედროვე ტექნიკით, განახლდა თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გადიდდა საორკესტრო ორმო, მცირე სცენად გადაკეთდა ჯ. კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი, თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცეები. განახლდა და გაიწმინდა ავსტრიაში დამზადებული უნიკალური ბროლის ჭაღი, გაკეთდა და მოეწყო ახალი საგრიმიოროები, მოსასვენებელი დარბაზები მაყურებლისთვის და მუსიკოს-შემსრულებლებისთვის, თეატრს მიემატა სასადილო, შეძენილ იქნა ახალი ტექნიკა, ავეჯი, მუსიკალური ინსტრუმენტები ორკესტრისათვის და ასევე უმაღლესი კლასის როიალები. გადიდდა თეატრის მიმდებარე სკვერი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რემონტისთვის ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, რაც ოპერის თეატრის გულშემატკივრებისა და ზოგადად საქართველოსთვის დიდი საჩუქარია”, -აცხადებს ბადრი მაისურაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები