მოშე კლუგჰაპტი: კვლევებში ვხედავთ, როდესაც სააკაშვილი გვირტყამს, ჩვენ მნიშვნელოვნად ვძლიერდებით, ასე რომ ძალიან ვთხოვ, დაგვარტყით

პარტია „ქართული ოცნების“ პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაპტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან კლუგჰაპტი „ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ“ მოიხსენია. პიარსპეციალისტის განცხადებით კი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მათ ურტყამს, ისინი ძლიერდებიან, ამიტომ ის სააკაშვილს სთხოვს, რომ ხშირად განახორციელოს მათზე შეტევა.
“მე მიმუშავია ძალიან ბევრ მსოფლიო ლიდერთან, ყოველთვის ერთი და იგივეა, როდესაც კანდიდატზე სათქმელი არაფერი აქვთ, უტევენ მრჩეველს. გავიგე, რაც თქვა სააკაშვილმა, მოვისმინე მისი ანტისემიტური განცხადებები, არ მომეწონა, მაგრამ რა გითხრათ, მისი მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით დღეს საქართველოში არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. კვლევებში ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ ჯერზე როდესაც სააკაშვილი გვირტყამს, ჩვენ მნიშვნელოვნად ვძლიერდებით. ასე რომ რა შემიძლია ვთქვა, შემიძლია მხოლოდ ძალიან ვთხოვო, გთხოვთ, დაგვარტყით”, – აცხადებს მოშე კლუგჰაპტი.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაპტი „ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ“ მოიხსენია. კერძოდ, მან აღნიშნა: „ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები