დადიანების სასახლის და მუზეუმის დირექტორი: ბიძინა ივანიშვილმა მუზეუმის აღდგენა პირადად ითავა

ჩვენ ფონდ „ქართუს“ დახმარება ვთხოვეთ და ფონდიც ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას, – ამის შესახებ დადიანების სასახლისა და ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ლილი ბერაიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ზუგდიდში მდებარე ნიკო დადიანის სასახლე წლების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იყო.
„როცა ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მთავრობა მოვიდა, მაშინ ჩვენთან სტუმრად ბიძინა ივანიშვილი იყო. ჩვენ მას დახმარება ვთხოვეთ და ფონდი „ქართუ“ ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას. ბატონმა ბიძინამ მუზეუმის აღდგენა პირადად ითავა. სანამ რეაბილიტაცია დაიწყებოდა, სპეციალისტების მონაწილეობით მომზადდა დეტალური პროექტი და რეაბილიტაცია 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუზეუმის აღდგენის პროცესი დასასრულს უახლოვდება და ყველაფერი არაჩვეულებრივადაა გაკეთებული. ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“, – აცხადებს ბერაია.
ლილი ბერაიას ინფორმაციით, ნიკო დადიანის სასახლის შემდეგ, ფონდი „ქართუ“ რეაბილიტაციას დადიანების მთავარ, მე-19 საუკუნეში აშენებულ დედოფლის სასახლეში გაგრძელებს.
ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება და მუზეუმი საახალწლოდ დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება.
დადიანის სასახლის აღდგენა-რესტავრაციისთვის „ქართუმ“ 2 მილიონი ლარი გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები