კახეთის რეგიონში გაზიფიცირების პროექტი დასრულდა (ვიდეო)
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის (ლალისყური, ლაფანყური) და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის გაზიფიცირების პროექტები დასრულდა.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეიშვილი და გაზტრანსპორტის კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
მათ აგრეთვე მოინახულეს მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც საჩუქრად გაზქურები გადასცეს.
როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კახეთში საახალწლოდ თითქმის ყველა დასახლებული პუნქტი სრულად იქნება გაზიფიცირებული. ქადაგიშვილმა აგრეთვე დააანონსა, რომ გაზიფიცირების პროცესი თიანეთშიც იგეგმება.