“არარეალურია მოსაზრება, რომ ის ადამიანები, ვინც ოკუპაციის ხაზზე იბრძოდნენ, შეიძლება რაიმე რისკის ქვეშ დადგნენ”

შს მინისტრი გიორგი გახარია შინდისის გმირთა მემორიალთან პოლიციის პირად შემადგენლობას შეხვდა. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, არარეალურია ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ის ადამიანები, ვინც აქ იბრძოდნენ, ოკუპაციის ხაზზე შეიძლება რაიმე რისკის ქვეშ დადგნენ.
“დღეს გადავწყვიტეთ აქ მოსვლა იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმდენი რეალობას მოწყვეტილი რამ ითქვა იმ სამხედროებთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წელს აქ სიცოცხლეს წირავდნენ ერთმნიშვნელოვნად ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მათ გვერდში დავდგომოდით. რეალობას მოწყვეტილია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ის ადამიანები, ვინც აქ იბრძოდნენ, ოკუპაციის ხაზზე შეიძლება რაიმე რისკის ქვეშ დადგნენ. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ შს სამინისტრო და სახელმწიფო დაიცავს თითოეული მათგანის უფლებებს და ყველა საკითხში მათ გვერდზე ვიდგებით. ამიტომ მოვედით, სწორედ აქ 2008 წლის ვეტერანებთან. გვესმის ისიც, რომ მოსახლეობისთვის ეს საოკუპაციო ხაზი პრობლემაა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები