დუშეთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს და სოციალურად დაუცველ პირებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
მოსახლეობას კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო მომსახურებას (ექიმი-სპეციალისტის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები) აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ექიმები, გაუწევენ.
საქველმოქმედო სამედიცინო აქცია 10:00 საათზე, ”ჯეო-ჰოსპიტლის” სამედიცინო ცენტრში დაიწყება.
შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები