ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს. 2019 წლის 18 სექტემბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით შესრულდება. ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულება იქნება, სადაც მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იქნება შესაძლებელი.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ახალი ევროპული მიმართულებების დამატებაზე უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-თან კონსულტაციების მორიგი რაუნდი წარმატებით დასრულდა. ქუთაისი-კრაკოვი-ქუთაისის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ: ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
„ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები ამჟამად 14 ქვეყნის 21 მიმართულებით სრულდება. აქედან პოლონეთის სამი ქალაქია. 2019 წლიდან ჩვენი აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები პოლონეთის კიდევ ორ ქალაქში შესრულდება: აპრილიდან გდანსკის მიმართულებით, ხოლო სექტემბრიდან – პოლონეთის ძველ დედაქალაქ კრაკოვში“,-აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.
ბილეთების შეძენა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი ვებგვერდზე www.wizzair.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები