„არ გამოვრიცხავ პროვოკაციებს“-ჟორჟოლიანი ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო დაბეჭდვის საკითხზე

ძალიან საგანგაშოა თუ ასეთი ინფორმაცია დადასტურდება, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჟორჟოლიანის თქმით, ის პროვოკაციებს არ გამორიცხვას.
“გამოკითხვაზე დაიბარეს და გამოძიება რომ იწყება, ეს არის ძალიან კარგი, თუმცა მე არ გამოვრიცხავ პროვოკაციებსაც და ზედმიწევნით უნდა იქნას ეს საქმე გამოძიებული. არავითარ შემთხვევაში გაყალბება არ უნდა იქნას დაშვებული. 2012 წელს არჩევნებზე, რა თქმა უნდა, იყო გაყალბება. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ არიან ადამიანები, რომლებიც, მე ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატები, რომ ჩატარდეს გაყალბებაში, აიღებენ პირველ ადგილს და პროვოკაციებშიც. ამიტომ მგონია რომ ყველა შემთხვევაში ეს აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული ზედმიწევნით”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებას ეხება, გამოძიება დაიწყო. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები