ეკა ბესელია: საქმე მართლა პიჯაკებს კი არ ეხება, სასამართლო სააკაშვილს ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლაპარაკი სერიოზულობის სივრცეში აღარ ჯდება.
მისივე განცხადებით, რეალურად საქმე პიჯაკებს კი არა, საბიუჯეტო თანხებიდან რვა მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება.
„უმძიმესი სურათია, რასაც თავის სახელს სპეციალისტები დაარქმევენ. ეს ყველაფერი პოლიტიკურად აღარ ითარგმნება, რადგან ადამიანი მომსახურების სივრციდან გასულია და არ ეკითხება, რას ლაპარაკობს, რას ბოდავს, რას მიედ-მოედება. სერიოზულობის სივრცეში აღარ ექცევა. რომ წარმოვიდგენ, ეს ადამიანი ქვეყანას ცხრა წლის მანძილზე მართავდა და თავისი ბოდვებით უბედურ წლებს გვახსენებს, მართლა უბედური საქართველო. მისი ბოდვის საფეხური არაფერს ექვემდებარება, ვინაიდან, მას განსაკუთრებული ლტოლვა აქვს, ბიუჯეტის ფულით პირადი ნივთები შეიძინოს, ჩემი ძმის ერთ-ერთ პიჯაკს საქველმოქმედო აქციით გავუგზავნი და გაახსენდება, რომ ეს ის ძმაა, რომლიც ერთი წელი ციხეში უდანაშაულოდ გამოკეტა და მძევლად ჰყავდა. მართლა პიჯაკების საქმე კი არ არსებობს, მას სასამართლო საბიუჯეტო თანხებიდან რვა მილიონის გაფლანგვას ედავება. ქვეყანა მიწასთან გაასწორა, ადამიანებს ძალისმიერი მეთოდებით უკანასკნელი სარჩო მიატანინა და დღეს იქედან გვმოძღვრავს“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები