მიხეილ სარჯველაძე ყალბი პირადობების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც წინასაარჩევნოდ პირადობის მოწმობის შესაძლო გაყალბების ფაქტებს ეხება სიცრუეს უწოდებს.
რაც შეეხება წალენჯიხის სერვისების განვითარების თანამშრომლის მივლინებაში ყოფნის გარემოებას, სარჯველაძის განმარტებით, გაჟღერებულ ბრალდებებთან მივლინებას კავშირი არ აქვს.
„კონკრეტულად ითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მივლინებას შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული დანიშნულება და ახსნა, მით უმეტეს, ისეთ დიდ დაწესებულებაში, როგორიც არის სახელმწიფო განვითარების სააგენტო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ფაქტს შეუძლებელია რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ ბრალდებასთან, რაზეც საუბარი იყო. ვინაიდან საბეჭდი ცენტრები იმ რეგიონებში საერთოდ არ არის განთავსებული, რომელზეც საუბარი იყო, ის განთავსებულია სრულიად სხვა ტერიტორიულ ერთეულებში. ვიდრე კონკრეტულად არ იქნება ნათქვამი, რაშია პრობლემა, განცხადების ასე გაკეთება, ბრალის ჩამოკიდება, ცხადია, სწორი არ არის. ამ წუთას, შემიძლია გითხრათ ის, რომ არცერთი მიმართულებით არ შეიძლება არსებობდეს იმის შანსი, რომ გუშინ გამოთქმულ ბრალდებებს რაიმე რეალური დასაყრდენი ჰქონდეს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წყარო აცხადებს, რომ პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება.
არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები