„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ პარტია 29 ნოემბრიდან აქციას გეგმავს, მზადება დაწყებული აქვთ”

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისა და მომავლისთვის“ ხელმძღვანელი, ალექსანდრე ახალკაცი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, 29 ნოემბერს აქციის გამართვას გეგმავს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვთ. როგორც ახალკაცმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა წევრმა მიაწოდა, რომელიც პარტიაში მაღალ თანამდებობს იკავებს და მისი მეგობარია. ახალკაცი მის ვინაობას არ ასახელებს და ამბობს, რომ ამ პირს, არ მოსწონს პარტიის გეგმა , რადგან ამბობს, რომ არ არის საუბარი არჩევნების მშვიდობიანად ჩამთავრებაზე.
„თქვენთვის ეს ანონიმური წყაროა, ჩემთვის კი არა, კონკრეტული პიროვნებაა, რომელიც პარტიის საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობას. „ნაციონალურო მოძრაობა“ 29 ნოემბრიდან 3 სცენარს განიხილავს. პირველი სცენარის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ იგებს არჩევნებს და ვაშაძე პრეზიდენტი ხდება. ჩემი წყარო ამბობს, რომ მათ კარგად იციან, ეს არ მოხდება. მეორე სცენარით, ვაშაძე აგებს მცირე სხვაობით, საუბარია დაახლოებით 1-დან 5 %-მდე სხვაობაზე.მატ იმედი აქვთ, რომ სწორედ ასეთი პროცენტული სხვაობა დადგება, ამის შემდეგ 29 ნოემბრიდან აქციებისთვის ემზადებიან. მაგალითად რეგიონებში, მათი შტაბის ხელმძღვანელები როცა ხვდებიან თავიანთ აქტიურ წარმომადგენლებს, ეუბნებიან, გაგვიყალბებენ არჩევნებს, გაამზადეთ ხალხი 29-სთვის, ტრასნპორტირება, საჭმელი, სასმელი ყველაფერი ჩვენი იქნებაო.
წყარო მეუბნება, რომ 4-5 უბანზე უკვე დაგეგმილი აქვთ პროვოკაცია , ძირითადად სამცხე – ჯავახეთის და ქვემო ქართლის უბნებზე. დადგმილი აქვთ, რომ მოხდეს ჩხუბები.
მატ ი უპირველესი მიზენია ქვეყანაში დესტაბილიზაცია
წყარო მეუბნება, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ მათ გაუმჟღავნა, რომ არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე რუსეთი კიდევ გადმოსწევს საზღვარს. რაც „რუსთავი 2-ს“ მისცემს საბაბს, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს რუსეთთან თანამშრომლობაში.
მესამე სცენარი- როცა ისინი დიდი სხვაობით აგებენ, ამ შემთხვევაში მაინც არ ყრიან ფარ-ხმალს. აქციებს ვერ მოაწყობენ, ექნებათ ლოკალური პროტესტი – რომ “ქართული ოცნება“ ებრძოდათ,არაჯანსარი საარჩევნო გარემო იყო, დაიხარჯა სახელმწიფო რესურსი და ა.შ“- განაცხადა ახალკაცმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები