თბილისში 11 საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მომავალ წელს, თბილისში 11 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს, რომელთა პროექტები სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მოსახლეობას გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად წარუდგინა.
გვანცელაძის თქმით, ახალი ბაღების მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
„ისნის რაიონში უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი ბაღების მშენებლობა. დღეს ჩვენ, ასევე წარვადგინეთ 11 ახალი ბაღის პროექტი, რომელიც თბილისის ექვს რაიონში აშენდება. შესაბამისად, თბილისს შეემატება 11 ახალი ბაღი, 3000-მდე ბავშვს მივიღებთ დამატებით და ამ ბაღების გახსნის შედეგად, 600-მდე ადამიანს დავასაქმებთ,“ – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პროექტებიდან ორი ბაგა-ბაღი ისნის რაიონში, საინგილოსა და ნავთლუღის ქუჩებზე აშენდება.
ცნობისთვის, ადგილობრივ მოსახლეობას გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე, მაჟორიტარი დეპუტატები – ნინო ლაცაბიძე და ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ და მათ ბაღების მშენებლობის დეტალებზე ესაუბრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები