კახა კალაძე “ნაცმოძრაობაზე”: საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ბანკები ჩამოწერას ყოველწლიურად ახორციელებენ, ესეც ტყუილია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების გადაწყვეტილებაზე, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ პრემიერის ხელმძღვანელობით მიიღო, მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მისი თქმით, ოპოზციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ორშაბათს კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით განცხადება და საკითხზე საუბრით პოლიტიკური ქულების ჩაწერას შეეცადნენ.
“არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჭარბვალიანობა არის სერიოზული პრობლემა, 600 ათასზე მეტი ადამიანია, ვინც ამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება დღეს. ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მან გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკაში დაბრუნებულიყო.სხვათა შორის, ამაზე საუბრობდა ჩვენი ოპოზიციაც, როდესაც მათ გაიგეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვემუშავებოდით ბანკებს და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას. წინა დღეს, ვიდრე ამას გავაცხადებდით, გამოვიდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოთ ცხოვრება. რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ორშაბათს კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით განცხადება და სურვილი ჰქონდათ, პოლიტიკურად ქულები ჩაეწერათ. ეს რა თქმა უნდა, სასაცილო იყო, ეს იყო დადგმული შოუ. ჩვენ ვისმენთ, რამდენიმე განსხვავებულ პოზიციას და განცხადებებს, პირველ რიგში, მათგან ვინც გვეუბნებოდა, რომ სასწრაფოდ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, დღეს გვეუბნებიან, რომ ეს არის სიცრუე და არაფერი გაკეთებულა. საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ბანკები ჩამოწერას ყოველწლიურად ახორციელებენ ხოლმე. ესეც ტყუილია. ყველაფერი გასაგებია. მესმის, რომ არჩევნებია და ცდილობენ, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები