ვასილ ბაქრაძე: 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე უარის თქმის შემდეგ, ჩემს ოჯახზე საშინელი რეპრესიები დაიწყო (ვიდეო)

ქარელის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ვასილ ბაქრაძე “კვირასთან” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, მასზე და მის ოჯახზე, დევნისა და რეპრესიების შესახებ საუბრობს.
როგორც მან განაცხადა, მასზე ხელისუფლების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე უარი თქვა.
„დასაქმების სანაცვლოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანმა, 7 ნოემბერს შეკრებილი მომიტინგეების დარბევაში მონაწილეობა შემომთავაზა, უარის თქმის შემდეგ კი დაიწყო საშინელი მეთოდებით, ჩემი ოჯახის დევნა და დაშინება, ჩემი ოჯახის მისამართით პოლიტიკური რეპრესიების განხორციელება და ა.შ.
ამავდროულად, განსხვავებული აზრისა და ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო, ორივე და გაათავისუფლეს ქარელის საჯარო სკოლებიდან, 2009 წელს კი ჩემზე და ჩემს ძმაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ნიღბიანი, შეიარაღებული პირები დაგვესხნენ თავს, გვცემეს, სასტიკად გაგვისწორდნენ და გაქცევის შემდეგ მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს”, – იხსენებს ვასილ ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები