ბიძინა ივანიშვილი: დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ “ქართული ოცნება” პროდასავლური იდეოლოგიითაა გაჟღენთილი

5 წელი დასჭირდა იმას, რომ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ხელწერა ეცნო, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს არც ევროპაში და არც ამერიკაში არავის ეპარება ეჭვი, რომ “ქართული ოცნება” პროდასავლური იდეოლოგიითაა გაჟღენთილი.
“ძალიან უხერხული იქნება ბევრი მინიშნება, მაგრამ 5 წელი დასჭირდა იმას, რომ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ხელწერა ეცნო. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა დონეზე ჰქონდა ფესვები გადგმული “ნაციონალურ მოძრაობას”, ჩვენ პირველი ორი წელი და ჩემი პრემიერობის პერიოდი, ძირითადი დრო მიდიოდა იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორები დამერწმუნებინა, რომ მე არ ვარ რაღაც. დღეს ჩვენ გვაქვს საოცარი მხარდაჭერა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც. ამას არ ეყოფოდა არც ჩემი პირველი წელი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე. ამაში კვირიკაშვილსაც თავისი როლი აქვს ნათამაშები. შემთხვევით არაფერი არ მომხდარა, გარწმუნებთ, ყველა ნაბიჯი იყო სწორი გადადგმული. დღეს არავის ეჭვი არ ეპარება, არც ევროპაში და არც ამერიკაში, რომ “ქართული ოცნება” მთლიანად არის დაკომპლექტებული პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები